ვფიქრობ, დღევანდელი სემინარი იყო ძალიან ემოციური, მრავალფეროვანი და საინტერესო. გამოვაქვეყნეთ პორტფილიოები და გვქონდა პრეზენტაციები.
მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს დღევანდელი დღისთვის:)
ჩემი აზრით, ინტელის ტრენინგი იყო ძალიან სასარგებლო და გამოსადეგი ჩემთვის. გავეცანი უამრავ სიახლეს პროექტის დაგეგმვასთან დაკავშირებით, რასაც კარგად გამოვიყენებ მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში. მიხარია, რომ მქონდა მონაწილეობა მიმეღო ამ სემინარებში.
აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ ტრენინგის ორგანიზატორებს და ჩვენი სემინარის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნინო კაჟაშვილს:)
Thursday, 17 December 2015
Tuesday, 15 December 2015
მერვე დღე
დღევანდელი დღე იყო საინტერესო: ვისწავლეთ ონლაინ-კითხვარის შექმნა და მისი გამოყენება ჩვენი საჭიროებების მიხედვით. ვფიქრობ, ეს ინსტრუმენტი ძალიან გამოგვადგება სწავლების პროცესში სხვადასხვა კვლევების ჩასატარებლად.
Thursday, 10 December 2015
მეშვიდე დღე
მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე იყო საინტერესო. დღეს გადავხედეთ პროექტის გეგმას და ვიმუშავეთ ბლოგზე. გავეცანით ბლოგის გაფორმებისა და ვიდეოების გამოქვეყნების სხვადასხვა ოპციას.
Thursday, 3 December 2015
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა. გავეცანით წინარე ცოდნის შეფასების 5 სტრატეგიას და სხვადასხვა მეთოდებს, რაც გამოგვადგება პროექტზე მუშაობის პროცესში.... ძალიან მიხარია, რომ მაქვს საშუალება მივიღო მონაწილეობა ამ სემინარებზე:) სასიამოვნო გვიან საღამოს გისურვებთ ყველას:):):)
Tuesday, 1 December 2015
მესამე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის დაგეგმვის მხრივ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისად. მივიღეთ ბევრი ტექნიკური და შინაარსობრივი რჩევა- რეკომენდაციები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ სკოლაში სწავლების პროცესში.:););)
Subscribe to:
Posts (Atom)